აშშ-ში მოზარდმა მამა მოკლა და შემდეგ სკოლაში ორი ბავშვი და მასწავლებელი დაჭრა

აშშ-ის სამხრეთ კაროლინის შტატის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად ორი მოსწავლე და მასწავლებელი დაიჭრა. სროლა ერთ-ერთმა მოზარდმა ატეხა. ის უკვე დაკავებულია. ამის თაობაზე „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის ქვედანაყოფები. სამართალდამცველები იუწყებიან, რომ სკოლაში მყოფ პირებს, ისევე, როგორც დაჭრილთა სიცოცხლეს, არანაირი საფრთხე აღარ ემუქრებათ.
სკოლიდან დაახლოებით 2 კილომეტრში პოლიციამ მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინა. ეს მოზარდის მამა იყო, რომელიც მან მოკლა, ხოლო შემდეგ სკოლაში მივიდა და იქ სროლა დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები