რუსეთი მალაიზიური „ბოინგის“ ჩამოგდების შესახებ გამოძიების დასკვნებს „პოლიტიკურად მოტივირებულს“ უწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ჰოლანდიურმა პროკურატურამ, რომელიც „ბიონგ-777“-ის ჩამოგდების გამოძიებას ატარებს, თავად გამოიგონა დამნაშავეები და შედეგები, ხოლო გამოძიება „მიკერძოებული და პოლიტიკურად მოტივირებულია“.
„რუსეთი მხოლოდ კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით გამოძიებას ერთობლივად მუშაობას სთავაზობდა. ამის ნაცვლად მოსკოვი საგამოძიებო პროცესებიდან ჩამოაშორეს და ჩვენს მხოლოდ მეორეხარისხოვანი როლი დაგვიტოვეს. რაც შეეხება უკრაინას, ის ამ ჯგუფის სრულუფლებიანი წევრი გახდა და ფაქტობრივად მტკიცუბულებების გაყალბების უფლება მიიღო“ – განაცხადა ზახაროვამ.
დღეს გავრცელებული დასკვნის მიხედვით, 2014 წლის 17 ივლისს „მალაიზიური ავაიხაზების“ თვითმფრინავი აღმოსავლეთ უკრაინის თავზე რუსეთიდან უკრაინაში ჩასული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსით გაანადგურეს, რომელიც შემდეგ ისევ რუსეთში დააბრუნეს.
ცნობისთვის, თვითმფრინავის ჩამოგდებას მის ბორტზე მყოფი 298-ვე ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები