თურქეთი სომხეთს ატომური ელექტროსადგურის დახურვისკენ მოუწოდებს

თურქეთის ხელისუფლება „ცუდ იდეას“ უწოდებს სომხეთის გადაწყვეტილებას მეცამორის ატომური ელექტროსადგურის ექსპლოატაციის გაგრძელების შესახებ. ამის მიზეზად გარემოსთვის საფრთხე, სიძველე და ატომური ენერგიის სააგენტოს სტანდარტებისადმი შეუსაბამობა სახელდება.
როგორც ატომური ენერგიის სააგენტოს კონფერენციაზე თურქეთის ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, მურატ ალბაირაკმა განაცხადა, უსაფრთხოების მიზნით სადგურის დახურვაა აუცილებელი, რომელიც თურქეთის საზღვრიდან სულ რაღაც 16 კილომეტრში მდებარეობს. ამის შესახებ გამოცემა „კომერსანტი“ იუწყება.
ცნობისთვის, 1976 წელს აშენებული მეცამორის ატომური ელექტროსადგურის ექსპლოატაცია 1989 წელს, სპიტაკში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ შეჩერებული იყო. თუმცა 1995 წელს მისი ერთი ენერგობლოკი კვლავ აამუშავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები