თურქეთი სასამართლოს ახალი შენობების მშენებლობას გეგმავს

TURKIYE'DE YILIN OLAYLARI: 'ERGENEKON' DAVASI, SILIVRI CEZA INFAZ KURUMLARI YERLESKESI'NDEKI DURUSMA SALONUNDA GORULMEYE BASLANMISTI. (ANADOLU AJANSI - ERHAN SEVENLER) (ARSIV) (20081219)

თურქეთი სასამართლოს ახალი შენობების მშენებლობას გეგმავს, ვინაიდან დღეს არსებული შენობები სასამართლო პროცესების ჩასატარებლად საკმარისი არ არის. ამის შესახებ თურქეთის იუსტიციის მინისტრმა, ბექირ ბოზდაგმა განაცხადა.
მინისტრმა ეს განცხადებები ახალი დაკავებების პარალელურად გააკეთა, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა. სამხედრო ამბოხებასთან კავშირისთვის დაკავებულთა საერთო რაოდენობა 32 ათასს შეადგენს.
თურქეთის იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ სასამართლოს ერთი შენობა ანკარის მახლობლად,  ქალაქ სინკანში შენდება. ამასთანავე, მინისტრმა აღნიშნა, რომ მასობრივ სასამართლო პროცესებს ის არ ელოდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები