გედევან ფოფხაძემ ბორჯომში ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ბორჯომი-ასპინძის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გედევან ფოფხაძემ, აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
“27 სექტემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. ვიმედოვნებ, რომ ქართველები და აფხაზები უახლოეს მომავალში შევძლებთ ერთად ცხოვრებას,“ – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები