ილია ელოშვილი: კიდევ ბევრი ასეთი ჰესი აშენდება საქართველოში

„საგურამოჰესს„ ზამთარ – ზაფხულ თანაბარი გამომუშავება აქვს და ეს არის უმნიშვნელოვანესი ჩვენთვის, რადგან ჩვენი ძირითადი დეფიციტები არის ზამთრის და შემოდგომის პერიოდში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა ჰესის გახსნის ცერემონიაზე განუცხადა.
„იდეის დაბადებიდან ამ პროექტის განხორცილებას დასჭირდა დაახლოებით 2 წელი, რაც არის ნებისმიერი ჰესის აშენებისთვის რეკორდული დრო, ეს ადასტურებს, რაოდენ მოქნილი არის ჩვენი საკანონმდებლო ბაზა და რაოდენ დაიხვეწა ტექნიკური მხრივ ჩვენი კომპანიების მუშაობა, მათ ძალიან ეფექტურად შეასრულეს ეს პროექტი. გვიხარია, და კიდევ ბევრი ასეთი ჰესი აშენდება საქართველოში და თითოეული ჰესი ძალიან დიდ როლს შეიტანს ჩვენ ენერგოდამოუკიდებლობაში”,- განაცხადა ილია ელოშვილმა.
„საგურამოჰესის“ მშენებლობის ინიციატორი და პროექტის ავტორი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერია“. კომპანიის ინფორმაციით, ეკოლოგიურად სუფთა, ,,მწვანე“ ჰესის უმაღლესი ხარისხითა და თანამედროვე ტექნოლოგიით მშენებლობისთვის კომპანიამ 11 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. საგურამო ჰესი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მთავარი აქციონერის, GWP-ის 100%-იანი წილის მფლობელის, საინვესტიციო ჯგუფ „ბიჯეოს“ მხარდაჭერით ააშენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები