ვაშინგტონის შტატში თავდამსხმელმა 5 ადამიანი მოკლა

ვაშინგტონის შტატში თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. შეიარაღებული პირი ქალაქ ბერლინგტონის სავაჭრო ცენტრში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად დაიღუპა 4 ქალი, კიდევ ერთი მძიმედ დაჭრილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სროლის შემდეგ ბოროტმოქმედმა შენობიდან გაქცევა მოახერხა. ის სამართალდამცველებმა მოგვიანებით დააკავეს.
გამოძიების ფედერალურ ბიუროში ტერორიზმთან კავშირს გამორიცხავენ და განმარტავენ, რომ თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. პოლიციის თანამშრომლების ცნობით, დაკავებული 20 წლის არკან ჩეტინია. ის ვაშინგტონის შტატის ქალაქ ოუკ-ჰარბორში ცხოვრობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები