ირაკლი მეზურნიშვილი “ნატურალპროდუქტთა კომპანიის“საწარმოს თანამშრომლებს შეხვდა

​პარტია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი მეზურნიშვილი კასპში სააქციო საზოგადოება “ნატურალპროდუქტთა კომპანიისა“ და ინდივიდუალური მეწარმე “სერგო ჯოჯიშვილის“ საწარმოს თანამშრომლებს შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა რეგიონებში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამებზე ისაუბრა.
„საქართველოს მთავრობა ზრუნავს მეწარმეობის განვითარებაზე. ამის მაგალითია საწარმო “სერგო ჯოჯიშვილი”, რომელმაც გასულ წელს სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს ფარგლებში“ საწარმოს გასაფართოებლად დაფინანსება მიიღო. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნა ირაკლი მეზურნიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები