“ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის რუკა, რომელიც შემცირებულია

“ბი-ბი-სი“ ორგანიზაცია IHS Conflict Monitoring-ის რუკას აქვეყნებს, რომელზეც “ისლამური სახელმწიფოს’ მიერ სირიასა და ერაყში კონტროლირებადი ტერიტორიაა დაფიქსირებული. ერთ რუკაზე ნაჩვენებია ტერიტორია, რომელსაც ISIS-ი 2015 წლის იანვარში აკონტროლებდა, ხოლო მეორეზე – 2016 წლის ივლისში. როგორც ჩანს, ისლამისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია საგრძნობლად არის შემცირებული.
ამ ინფორმაციის მიხედვით, „ისლამურმა სახელმწიფომ“ წელიწადნახევრის წინ კონტროლირებადი ტერიტორიის მეოთხედი დაკარგა. ამჟამად მათ მიერ დაკავებულ რაიონებში 6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ხოლო 2015 წელს ეს რიცხვი 10 მილიონ ადამიანს შედგენდა.
14453914_10206872167554344_2105459398_o

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები