სანდრა რულოვსი ყოფილი ხელისუფლების ბიუჯეტიდან მიხეილ სააკაშვილის ოჯახისთვის გაწეულ ხარჯებზე კომენტარს არ აკეთებს

“ეს მე არ მეხება”, – ასე უპასუხა “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებით მისი მეუღლის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ავიაბილეთების, საზღვარგარეთ სასტუმროს, კვებისა და შვილების სწავლის ხარჯებს შეეხებოდა.
სანდრა რულოვსმა განმუხური–ანაკლიის დამაკავშირებელ ხიდზე დღეს ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ ანაკლიაში ბევრი პროექტი შეჩერებულია.
„რამდენიმე სასტუმროს მშენებლობა მოვახერხეთ, ავაშენეთ ასევე აკვაპარკი, ძალიან ბევრი ინვესტორი იყო დაინტერესებული, რომ ფული ჩაედო ამ რეგიონში. სამწუხაროდ, შეჩერებულია ბევრი პროექტი, ხედავთ რომ ბევრი არის დაუმთავრებელი. მკვდარია აქაურობა, სამწუხაროდ”,- განაცხადა კანდიდატმა. სანდრა რულოვსის თქმით, ასევე არ ჩატარებულა ანაკლიის სანაპიროს ნაპირსამაგრი სამუშაოები, რის გამოც ზღვა სანაპიროს ტერიტორიას იტაცებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები