„ქართული ოცნების“ წევრები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიას შეხვდნენ

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიას შეხვდნენ.
“ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ცნობით, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, პარტიის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი თამარ ჩუგოშვილი და პარტიის წევრი სოფო ქაცარავა ესწრებოდნენ.
„ქართული ოცნების“ წევრებმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიას საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს .
„განსაკუთრებით გავაცანით ის, თუ რა ღონისძიებებს ვატარებთ იმისთვის, რომ საარჩევნო კამპანია იყოს მაქსიმალურად მშვიდი და სამართლიანი. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორი არის საარჩევნო გარემო, რამდენად კონკურენტული, თავისუფალია. ასევე, როგორი არის მედიაგარემო ამ კონკრეტულ საპარლამენტო არჩევნებში. ასევე, ის ე.წ. მშვიდობის მემორანდუმი, რომლის განხილვაც ახლა მიმდინარეობს და რომელშიც ჩვენ ვთხოვთ სხვა პოლიტიკურ პარტიებს გარკვეული, ასე ვთქვათ, პოლიტიკური პასუხისმგებლობის განაწილებას ამ კამპანიის მშვიდობიანად ჩატარებაზე“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები