გია ვოლსკი დავით უსუფაშვილის მიერ წერილის გასაჯაროებას „უზნეო“ საქციელად აფასებს

გია ვოლსკი დავით უსუფაშვილის მიერ წერილის გასაჯაროებას „უზნეო“ საქციელად აფასებს და თვლის, რომ მსგავსი საქციელი პოლიტიკასთან კავშირში არ არის. ვოლსკი წერილის შინაარსსაც საეჭვოდ მიიჩნევს.
”მე, წერილის შინაარსს არ ვეთანხმები. მისი მიზანი არის ყურადღების მიქცევა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება პოზიციებთან დაკავშირებით. ერთი მხრივ, პოზიცია ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა, მას ”რესპუბლიკელები” პასუხობენ. ეს, რასაკვირველია, წინასაარჩევნო პერიოდისთვის დამახასიათებელია. სხვა საკითხია ზნეობა. ეს პოლიტიკას არ უკავშირდება და ამაზე მერე ვიმსჯელებთ”, – განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.
ვოლსკი იმ დეტალებზე საუბრობს, რის გამოც „რესპუბლიკელებთან“ მმართველი პარტიის მხრიდან შეთანხმება ვერ შედგა.
„დავით უსუფაშვილის სურვილი თემატური უმრავლესობის ჩამოყალიბება იყო, რომლის ფარგლებში რიგ საკითხზე მოხდებოდა შეთანხმება, ხოლო ზოგიერთ საკითხზე – ვერა“, – აღნიშნავს ვოლსკი.
ვოლსკი აცხადებს, რომ ”რესპუბლიკურ პარტიას” კარგად არ აქვს გააზრებული, თუ რას ჰქვია სახელმწიფო ინტერესები და როგორი მნიშვნელობა აქვს ერთობას.
„ძალიან ბევრ დაპირისპირების მცდელობას ჰქონდა ადგილი. იქ ვიღაც თავს ვერ იკავებდა, აკეთებდნენ უხეშ განცხადებებს, მაგრამ შესაძლო არაჯანსაღ განხეთქილებას კარგად მოვერიეთ და ერთად სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი კანონები მივიღეთ. ”რესპუბლიკური პარტიის” წარმოჩენის მცდელობა, ამპარტავნული განცხადებები, რომ მმართველი რესურსის მქონენი ისინი არიან და ასე შემდეგ, ეს საზოგადოებამ კარად იცის”, – განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ”რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა ყოფილი და მოქმედი პრემიერების – ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი კვირიკაშვილისადმი 2016 წლის 11 მარტს გაგზავნილი წერილი გაასაჯაროვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები