“მჯერა, 8 ოქტომბერს აუცილებლად გავიმარჯვებთ და ამის ჩვენს ოპონენტებსაც სჯერათ, უბრალოდ არ უტყდებიან საკუთარ თავს“

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე კათოლიკური ეკლესიის მრევლსა და ოზურგეთში მცხოვრებ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა.
„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატი ადგილობრივებს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა წარუდგინა.
„ჩვენ ვართ ის ერი, სადაც ერთი ლამაზი ცის ქვეშ, ერთი ლამაზი მზის ქვეშ მშვიდობიანად, სიყვარულით და ურთიერთპატივისცემით ვცხოვრობთ საუკუნეების განმავლობაში. ეს ურთიერთობა აუცილებლად გაგრძელდება და ამას ვერ შეცვლის ვერც ერთი ხელისუფალი და ვერც ერთი არჩილ თალაკვაძე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შემდეგი შეხვედრა დეპუტატობის კანდიდატმა სოფელ შრომაში გამართა.
დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა წარუდგინა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
“მჯერა, 8 ოქტომბერს ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ამის ჩვენს ოპონენტებსაც სჯერათ, უბრალოდ, არ უტყდებიან საკუთარ თავს. დღეს საქართველო განსხვავებულად თავისუფალ არჩევნებს ატარებს და განსაკუთრებულად ემზადება სწრაფი განვითარებისთვის. ხალხისა და ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა, რომ დღეს არჩევნების გაყალბება, ადამიანის უფლებების მასიური დარღვევები, მედიაზე ზეწოლა და საკუთრების წართმევა აღარ არის სალაპარაკო და ქვეყანა მზად არის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის“, – განაცხადა შეხვედრაზე არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები