თამარ ჟვანია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობა დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის დელეგაციის წევრებს შეხვდა.
როგორც „კვირას“ ცესკო-დან აცნობეს, თამარ ჟვანიამ დელეგაციის წევრებს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვისმზადების პროცესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არისსამართლიანი, სანდო, გამჭვირვალე არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად.
თამარ ჟვანიამ ამომრჩეველთა განახლებული სიის, რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების დასადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებაც ისაუბრა. მხარეებმა, ასევე განიხილეს წინასაარჩევნო გარემო.
დელეგაციის წევრებმა ხმების დათვლის ცენტრიც დაათვალიერეს, საიდანაც ხმების დათვლის პროცესის პირდაპირი ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ვიდეო გადაღების ტექნოლოგიის გამოყენებით განხორციელდება.
„ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა იყო. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციისწევრებს არჩევნებთან დაკავშირებული თითქმის ყველა საკითხის შესახებ მივაწოდეთ ინფორმაცია, მათშორის როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია, რა საკითხებია დღის წესრიგში, იყო კითხვებისაკანონმდებლო ცვლილებების შესახებაც. ჩვენ მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდეთ იმ სერვისების შესახებ, რომელსაც ცესკო ამომრჩეველს მიაწვდის. ვიმსჯელეთ არჩევნების დღისთვის აუცილებელ და საჭირო საკითხებზე – ეს გახლავთ ის, რომ თითოეულამომრჩეველს ჰქონდეს თავისუფალ და მშვიდობიან გარემოში ხმის მიცემის შესაძლებლობა და ყველაჩართული მხარე უნდა იყოს ამისთვის მზად“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ ჟვანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები