ირაკლი შიხიაშვილი კონკურენტებს დებატებში იწვევს

„მე მივმართავ მაჟორიტარობის კანდიდატებს, დავსხდეთ დებატებში, რადგან ამომრჩეველს არჩევანის გაკეთების დროს მეტი ანალიზის გაკეთების საშუალება მივცეთ“, -ამის შესახებ სამგორის მე-12 საარჩევნო ოლქის დამოუკიდებელმა მაჟორიტარობის კანდიდატმა, ირაკლი შიხიაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
შიხიაშვილი მიიჩნევს, რომ კანდიდატები უფრო გულახდილები უნდა იყვნენ იმ ადამიანებთან, ვისაც არჩევნებში ხმის მიცემას სთხოვენ.
„დებატების დროს გამოჩნდება, რამდენად გულწრფელები არიან კანდიდატები. ხალხი ასეთი ინდიფერენტული, როგორიც ახლაა არჩევნების მიმართ არასდროს ყოფილა. თუ კანდიდატები ნომერს არ არიან ამოფარებულები და კარგად აქვთ გასიგრძეგანებული, რასაც ჰპირდებიან ხალხს, არ უნდა გაუჭირდეთ დებატებში მონაწილეობის მიღება თითოეული ჩვენთაგანი ვართ ამომრჩეველი, ამიტომ საზოგადოებას მეტი საშუალება უნდა მივცეთ, თუ რაზე ვაკეთებთ არჩევანს. კანდიდატები უნდა იყვნენ მეტად გახსნილები იმ ადამიანებთან ვისაც არჩევნებში ხმის მიცემას სთხოვენ, ხოლო ვინც დებატს თავს აარიდებს, გაჩნდება ბუნებრივი ეჭვი, რომ ის მზად არ არის იყოს დეპუტატი და წარმომადგენელი იმ კონკრეტული რაიონში, სადაც ის იყრის კენჭს“, – განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები