8 ოქტომბერს ხმების დათვლის პროცესი ტელევიზიით გაშუქდება

8 ოქტომბრის არჩევნებზე ცესკოში ხმის დათვლის პროცესი ტელევიზიით გაშუქდება. როგორც ჟურნალისტებს ცესკო-ს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ განუცხადა, ეს კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოებამ დაინახოს, თუ როგორ ობიექტურად ითვლის ცესკო ხმებს.
“მნიშვნელოვანი სიახლე, რომელსაც ცესკო საზოგადოებას პირველად შესთავაზებს, არის ის, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხმის დათვლის პროცესის ტრანსლაცია იქნება. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება, ინტერნეტის საშუალებით, ონლაინ რეჟიმში, ცესკოს ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, დააკვირდეს ხმის დათვლის პროცედურას, გადაღების 360-გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით”,- განაცხადა ჟვანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები