თამარ ჩუგოშვილი: საჯარო კომუნიკაციამ ” ოცნებასა” და “რესპუბლიკელებს” შორის სამწუხარო და ცოტა არაეთიკური ფორმები მიიღო

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრი თამარ ჩუგოშვილი „რესპუბლიკური პარტიის“ წევრის, ლევან ბერძენიშვილის განცხადებას ეხმაურება და არასერიოზულს უწოდებს. როგორც თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მას “ოცნებასა” და “რესპუბლიკელებს” შორის მიმდინარე დაპირისპირების შესახებ საუბარი არ სურს. თუმცა, განმარტავს, რომ მისთვის კომუნიკაციის ეს ფორმა სამწუხარო და არაეთიკურია.
„საჯარო კომუნიკაციამ “ოცნებასა” და “რესპუბლიკელებს” შორის თუ პირიქით, ჩემთვის ძალიან სამწუხარო ფორმები მიიღო და ზოგჯერ ცოტა არაეთიკურიც“ ,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები