იან კელი: ჩვენზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ის მშვიდი წინასაარჩევნო გარემო, რომელიც საქართველოშია

​საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანიას დადებითად აფასებს.
როგორც იან კელიმ შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, აშშ-ზე დიდი შთაბეჭდილებას ახდენს წინასაარჩევნოდ მშვიდი გარემო.
”შს მინისტრმა დეტალურად გამაცნო უწყების გეგმები, რომელიც უსაფრთხო და დაცული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას ეხება, განსაკუთრებით არჩევნების დღეს. მე აღვნიშნე, რომ ჩვენზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ის მშვიდი წინასაარჩევნო გარემო, რომელიც ქვეყანაშია. საარჩევნო კამპანიისას ჩანს, რომ განსაკუთრებული ფოკუსირება ხდება პრობლემებზე. რა თქმა უნდა, ხდება ინციდენტებიც, რაც საერთაშორისო თანამეგობრობისთვის უმნიშვნელოა, თუმცა ექცევა საქართველოს ხელისუფლების ყურადღების ცენტრში. ჩვენ ვისაუბრეთ მთავრობის წარმომადგენლებთან ამ თემებზე და უმაღლესი რანგის პირებისგან მივიღეთ გარანტიები იმის თაობაზე, რომ არჩევნები ჩატარდება თავისუფალ, სამართლიან და უსაფრთხო გარემოში”, – აღნიშნა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები