საქართველოში დაგეგმილი რევოლუციის სცენარის დეტალები ოდესიდან – “ვიკილიქსი” ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს

როგორ იგეგმება რევოლუცია საქართველოში – უკრაინული “ვიკილიქსი” მორიგ ფარულ ჩანაწერს ავრცელებს. როგორც ჩანაწერიდან ირკვევა, მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი 2016 წლის ოქტომბრში მორიგი რევოლუციური სცენარისთვის ემზადებიან. “ვიკილიქსის” მიერ გამოქვეყნებულ მასალას “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:

სააკაშვილი: არჩევნების როგორც ვუყურებ წაგებისკენ მიდის, ამიტომ მხოლოდ რევოლუციური სცენარი გვჭირდება! რევოლუციური მუხტი არ არის ახლა საერთოდ, მუხტი თუ არ იქნა, გადატრიალება გამორიცხულია. აგერ კაკო სულ წუწუნებს გაურკვევლობაში და უმოქმედოდ ვართო, აი იმუშავეთ მუხტზე, ამაზე კაი მიმართულება რა გინდათ.

კაკო ბობოხიძე:
გეთანხმებით, მით უმეტეს, მაგის მეტი რა ვიცი. მე მზად ვარ! 90-იანი წლებში რამდენჯერ გავაკეთეთ და 2003-ში კი რაც გავაკეთე, ხომ გახსოვს მიშა! გამომიყენეთ, ძმაო დავგეგმოთ დეტალები და ორგანიზებას მე გავქაჩავ!

მიშა სააკაშვილი: ხოდა, დაიწყეთ მერე, დრო აღარ იცდის კაკო, მე შენს ინტუიციას ვენდობი. ითანამშრომლეთ სხვა პარტიებთან, ინაშვილი, კუკავები, კაციტაძეები, თუნდაც ის ბოჩოლა ალასა გამოიყენეთ, ბიძინას ხელშია ყველა რესურსი და ძაან გაგვიჭირდება, მაქსიმალურად ყველა უნდა გამოვიყენოთ….

გიორგი ვაშაძე: რა ვიცი, მე მაინც ვფიქრობ, რომ რასაც თქვენ ამბობთ – ახალი სახეები, განახლებული პარტია, ჩემი შტაბის უფროსობის შემთხვევაში, მე ბევრად მეტ შანსს ვხედავ, მე მაინც ვამბობ, რომ თუ სწორად ვიმოქმედეთ, ხმების აღებას შევძლებთ.

მიშა სააკაშვილი: მოიცა რა… მოკლედ, ამ მთავრობის დამხობა  რომ გადატრიალების გარეშე ვერ მოხდება, ფაქტია, არჩევნების გზით შანსი ნოლია, გიორგი. აღარ მითხრა ახლა კიდე სისულელეები.

გიორგი ვაშაძე: ნუ, მე მაინც ვფიქრობ რომ…

მიშა სააკაშვილი: კაი, ნუ გასაგებია, ამიტომ აგერ მელია ფიქრობს სხვანაირად და ეგ ჩაუდგება ზუსტად სათავეში, მოვრჩით ეხლა! NDI კაი იყო გიგა, ჩაგეთვალა, ახლა ამის არგამოყენება და რა ვიცი… მეტი ასეთი შანსი არ მოგვეცემა.

გიგა ბოკერია: კი, მაგ სცენარით მივდივართ რა, სწორი „პოინთებია“ ახლა ჩამოსაყრელი.

მიშა სააკაშვილი: მაქსიმალურად ხალხზე უნდა იმუშაოთ, სულ უნდა იძახოთ, რომ აი, ჩამოიშალა მთავრობა, უმრავლესობა ეშლებათ და შანსი აღარ აქვთ, აბა ეს ვითომ NDI-ის კვლევა რაღად გვინდოდა მაშინ….

გიგა ბოკერია: რა თქმა უნდა, არჩევნების მერე, თავისთავად გამოგვყავს ხალხი ქუჩაში, არჩევნები გაგვიყალბეს და „ფოინთები“ გასაგებია… ნუ მაგის მეტი რა ვიცით. ისე გავაკეთებთ, რომ ყველაფერი ქოცებს დაბრალდეს!

კაკო ბობოხიძე: თან მაგარი ისაა, რომ კვლევამ ხო მცირედი სხვაობა ანახა, არადა “ქოცები“, როგორც ჩანს, გვიგებენ და მაგარი სარწმუნოა, რომ გაგვიყალბეს და ქუჩა ეგრევე – რ ე ვ ო ლ უ ც ი ა.

მიშა სააკაშვილი: ხო კაკო, მარა მაქამდე ბევრია სამუშაო, ყველაფერი მაგრად უნდა გავთვალოთ…

კაკო ბობოხიძე: რა თქმა უნდა.

მიშა სააკაშვილი: ირმა! “რუსთავი“ მოიკოჭლებს, უფრო მეტად უნდა იაქტიურონ, ეგ ჩემისა გვარამია რას შვრება? სად დაფრინავს? რა ჭირს მაგ ბიჭს… ვეღარ ვცნობ…

ირმა ნადირაშვილი: ,,რუსთავი“ არაა პრობლემა, ნუ გვარამია არ ვიცი… პირადში რაღაც.

მიშა სააკაშვილი: რა დროს პირადია, ნუ გამაგიჟეთ. ნუგზარ! რეგიონები? როგორი განწყობებია? ხო იცი, მაგათ იმედზე უფრო ვართ, თბილისი არასდროს არ იყო ჩვენი, ძაან ბევრი ხალხი დაგვჭირდება, მიტინგები… თან რამოდენიმე ქალაქში უნდა გავაკეთოთ და მერე თბილისში შევაერთოთ. ფინანსები არაა პრობლემა, მთავარია ხალხი. მარტო ტელევიზორით კი არა, სოფელ-სოფელ უნდა იაროთ. აზერბონები დაგვეხმარებიან, “რაზერა” ხო ხოდზეა, წავიდა და რამე.

ნუგზარ წიკლაური: განწყობა კაია, ფინანსებიც თუ იქნება, არ უნდა იყოს პრობლემა.

მიშა სააკაშვილი: გიგა! აღარ უნდა ახლა ამას ბევრი ფიქრი, ეგრეა რა, სხვა გამოსავალი არაა. შენ მაქსიმალურად ჩართე კანდელაკი და ჩიორა, უფრო მეტად იაქტიურონ ევროპაში… ეს გამოყ…ლი ბაქრაძე სადაა ვაბშე, ეგ მკვდარია, პირველ ნომრად უკვე მეეჭვება. ეგეც და სხვებიც თბილისში რომ სხედან, რას მიკეთებენ?

გიორგი ვაშაძე: მე მაინც ვთვლი, რომ გადატრიალება არ არის კარგი იდეა, რომ ვერ მივიყვანოთ ბოლომდე, მაშინ?!

მიშა სააკაშვილი: გივის ფაქტორიც აუცილებელია, მაგის კონტაქტები უეჭველი დაგვჭირდება, ეს პოლიციელები, ზონდერები, მაგი ყველას იცნობს, აგერ ლევანა გვაზავა და ყოფილებიც აქტიურობენ, ნუ მოკლედ მწიფდება ახლა ყველაფერი. მთავარია, შეცდომები არ დავუშვათ, ეს სირ- ქოცები კიდე ხო ხედავთ, შეცდომას შეცდომაზე უშვებენ. ჩვენი ხალხი, ვინც მაგათთან გვყავს, ყველა უნდა გამოვიყენოთ!

გიგა ბოკერია: არა, ამათ შევუსრულებთ, შანსი არაა, ფონი უკვე არის, ახლა კიდე კაი შეხვედრები მექნება ჩვენს დასავლეთელ მეგობრებთან და ნუ რავი… მაგრად მივდივართ.

კაკო ბობოხიძე: აბა რა, სადაა მაგენის საგულაო, ეს უნიათო დებილები მართლა, ამდენი წელია პოლიტიკაში ვარ და ასეთი უნიათოები მართლა არ მინახავს, ამათი დედა მოვ…ან.

მიშა სააკაშვილი: უკრაინის იდიოტობამ ცოტა ხელი შემიშალა, მარა ახლა სრულად მაქეთ გადმოვერთვები, ასეთი შანსი ჩვენ აღარ გვექნება. ეს განახლება საჭიროა, ძველი სახე ახალმა უნდა ჩაანაცვლოს. ხალხს სიახლე უნდა დავანახოთ, ყველანაირი რესურსი უნდა გამოვიყენოთ და ეს საზიზღარი უნდა ჩამოვაგდოთ, დიდი ბრძოლა გველის, რესურსი ამათ ხელშია, ჩვენ მაგრად უნდა დავდგეთ, მაგათმა ისიც არ იციან, როგორ გამოიყენონ ხელისუფლება. ერთი მიწოლა უნდა და სულ ჩამოიშლებიან!

ნუგზარ წიკლაური: კარგია, მეტ ყურადღებას თუ მოგვაქცევ, ხალხზე ეგ ძაან მოქმედებს, დამიჯერე.

გიგა ბოკერია: ერთი შეკრება მერე კიდე უნდა შევიკრიბოთ, დათო მართლა გამოყ…და. მოკლედ, სცენარით მივდივართ და აღარაფერმა არ უნდა შეგვიშალოს ხელი, გვარამიას შენ თუ დაელაპარაკები, უკეთესი იქნება. უკანალის თამაშს თავი გაანებოს და საქმე აკეთოს!

მიშა სააკაშვილი: კაი, ნიკას მე მივხედავ, პირადს მივცემ მაგას, რისთვის დავსვით იქ, მოკლედ მუხტზე და ხალხზე ვმუშაობთ სერიოზულად, კაკო, გიგა, ნუგზარ თქვენს იმედზე ვარ. ირმა შენ თავისთავად! ახლა იქ წავიდეთ და დეტალებიც განვიხილოთ!

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები