დავით სონღულაშვილი – დღეს ქვეყანაში მეწარმეობის განსავითარებლად უამრავი შესაძლებლობაა

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს. ის რეგულარულ შეხვედრებს აგრძელებს მოსახლეობასთან, ადგილობრივ ბიზნესმენებთან და ფერმერებთან. შეხვედრების მიზანი საარჩევნო საკითხებზე საუბარი და არსებული პრობლემების დაფიქსირებაა.

პირველად დავით სონღულაშვილი სოფელ არაშენდაში ვაჟა მამისაშვილს რთველში ესტუმრა. მან მიმდინარე პროცესები დაათვალიერა და დასაქმებულ მოსახლეობას გაესაუბრა. მან თავისი ხედვები გააცნო არაშენდელებს და მათ შეკითხვებსაც უპასუხა. აგრეთვე დეპუტატობის კანდიდატმა რთველის პროცესშიც მიიღო მონაწილეობა.

„მოხარული ვარ, რომ ბატონი დავით სონღულაშვილი მესტუმრა ვენახში და დაინტერესდა რთველის მიმდინარეობით. მას გავაცანით რთველის მიმდინარეობა და ზოგადად ჩვენი პრობლემები. ვფიქრობ ასეთი პრეცენდენტები მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან ურთიერთობისას. ყურადღება ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია“ – განაცხადა ვაჟა მამისაშვილმა.

მეორე შეხვედრა გურჯაანის რკინიგზის თანამშრომლებთან გაიმართა. დავით სონღულაშვილმა მათ საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებულ საკითხებზე ესაუბრა და ის ძირითადი პრობლემები მოისმინა, რაც მათ აწუხებსთ. რკინიგზელების მთავარი პრობლემა დაბალი თანამდებობრივი სარგოები და მოძველებული ინფრასტრუქტურაა. მათი თქმით გამოსაცვლელია რელსები და მოსაწყობია უსაფრთხოების სისტემებიც.

მორიგი შეხვედრა გურჯაანში ააიპ „მოქალაქეთა თანადგომის“ სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებთან გაიმართა. დავით სონღულაშვილმა მათ საკუთარი კანდიდატურა წარუდგინა და იმ პრობლემებსაც გაეცნო, რაც თითოეულ მათგანს აწუხებს. მათთვის მთავარი პრობლემა პენსიების ზრდა და სოციალური დახმარებების არასწორად მოხსნაა.

დღის მეორე ნახევარში დავით სონღულაშვილი სოფელ ბაკურციხეში რამაზ ბერიძიშვილის სანერგე მეურნეობას და მაია ღვთისიაშვილის მწყერის ფერმას სტუმრობდა. ორივე ფერმერმა „აწარმოე საქართველოში“ და იაფი კრედის ფარგლებში შესძლეს თავიანთი იდეის განხორციელება. რამაზ ბერიძიშვილს ყველა ჯიშის ხილის ნერგები აქვს. აგრეთვე 540 ყურძნის ჯიშს, მათ შორის აზერბაიჯანული ჯიშის ყურძენი, და ჩანდლერის ჯიშს კალის ნერგებს აწარმოებს. მან 5 წლის წინ დაიწყო სანერგე მეურნეობის შექმნა და გაფართოება. მეურნეობა 30 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს, საიდანაც 6 ჰექტარზე ვაზის სხვადასხვა ჯიშებია გაშენებული.

მაია ღვთისიაშვილს 500 ფრთა სხვადასხვა ჯიშის მწყერი და 7 ფრთა ხოხობი ჰყავს. მან ბიზნესი „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში დაიწყო და გრანტიც მოიპოვა. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში მწყრების 1000 ფრთამდე გამრავლებას აპირებს და გეგმავს კვერცხის წარმოების გაზრდასაც. ფერმა აღჭურვილია თანამედროვე ტიპის ინკუბატორით. პროდუქციის რეალიზაციას მაია ღვთისიაშვილი ძირითადად ადგილობრივ მოსახლეობაში და მაღაზიების ქსელ „ლიდერში“ ახდენს. თუმცა სამომავლოდ დაგეგმილია პროდუქციის ზრდასთან ერთად ქვეყნის მსხვილ სუპერმარკეტებში რეალიზაციაც.

„დღეს, მეწარმეობის განსავითარებლად უამრავი შესაძლებლობებია. სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს მხარი დაუჭიროს ადამიანებს, ვისაც რეალურად სურს ცვლილებები. ეს ფერმერები ამის ნათელი მაგალითია. მთავარია ზუსტი და დროული ინფორმაცია ჰქონდეს ყველას საქმის წამოწყებისა და გაფართოების საშუალებას სახელმწიფო მისცემს. სწორედ აქ ვხედავ ჩემს როლს და მაქსიმალურად ვეცდები საამისოდ ყველაფერი გავაკეთო“ – განაცხადა დავით სონღუაშვილმა.

დღის ბოლო შეხვედრები დავით სონღულაშვილმა სოფლების ვეჯინისა და ჭანდრის მოსახლეობასთან გამართა. მან თავისი ხედვები გააცნო ადგილობრივებს და მათი პრობლემები მოისმინა. ვეჯინელებისთვის მთავარი პრობლემებია შიდასაუბნო გზების მოწესრიგება და გარე განათების გაკეთება. ჭანდრელებისთვის კი სასმელი წყლის გრაფიკით მიწოდება, შიდასაუბნო გზების მოწესრიგება და სამუშაო ადგილების შექმნაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები