საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეებს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გაეროს 71-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეებს შეხვდა.

როგორც “კვირას” საგარეო სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწესთან სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში თინა კაიდენაუსთან და სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწესთან ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში ბრიჯით ბრინკთან.
შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული დღის წესრიგის ყველა მიმართულებით წარმატებულ მიმდინარეობას. აღინიშნა საქართველოში სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის უაღრესად ნაყოფიერი ვიზიტი და ხაზი გაესვა ვიზიტის ფარგლებში ხელმოწერილი საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის პრაქტიკულ მნიშვნელობას.

მხარეებმა, ასევე, ვრცლად მიმოიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები.

ამერიკულმა მხარემ პოზიტიურად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული საქმიანობა, განსაკუთრებით, ქვეყნის ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების კუთხით. დადებითად შეფასდა საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო და ის ნაბიჯები, რომელსაც საქართველოს მთავრობა დგამს სახელმწიფოს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები