გერმანიაში დაკავებულ ქართველთა დაჯგუფების შესახებ დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი

გერმანიაში ქართველთა დანაშაულებრივი დაჯგუფების დაკავების ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
როგორც “კვირას“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, სამართალდამცველებმა დაკავების შესახებ ინფორმაცია ფრანკფურტში, საქართველოს გენერალურ საკონსულოს მიაწოდეს.
სულ დაკავებულია 5 ქართველი.
“კვირას“ ინფორმაციით დაკავებულთაგან ორს პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში საცხოვრებელ ადგილად თბილისი აქვს მითითებული, ერთს გურჯაანი, ერთს ჭიათურა, ერთს კი რუსთავი.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მათ უკვე შეეფარდათ წინასწარი პატიმრობა და სხვადასხვა იზოლატორში არიან მოთავსებულნი.
დაკავებულებს ბრალად მძიმე ჯგუფური ძარცვა ედებათ ბრალად.
შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია გერმანიაში ქართველთა დანაშაულებრივი დაჯგუფების დაკავების შესახებ გამოცემა “Eifel Zeitung”- მა გაავრცელა.
როგორც გამოცემა სამართალდამცველებზე დაყრდნობით წერს, დაჯგუფების წევრებმა, რომლებმაც გერმანიაში თავშესაფარი მოითხოვეს, ათეულობით დანაშული ჩაიდინეს.
პოლიციის ცნობით, ჩხრეკის დროს დამნაშავეებს ნაძარცვი ნივთები და 18 ათასი ევრო აღმოაჩნდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები