ბიძინა ივანიშვილი: დღეისთვის კიდევ ერთი სირცხვილი შემოგვრჩა – „ლეიბორისტული პარტია“

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა “ლეიბორისტული პარტია” ორმაგ დანაშაულში ამხილა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა თელავში, გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა, “ლეიბორისტული პარტია“ პრაქტიკულად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, თუმცა აცხადებს, რომ ოპოზიციაა.
„რამდენიმე პარტია იყო ფსევდოოპოზიური და დღეისთვის კიდევ ერთი სირცხვილი შემოგვრჩა საქართველოს მოსახლეობას – „ლეიბორისტული პარტია“. რა თქმა უნდა, „ლეიბორისტული პარტია“ უარესია „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რადგან ეს პარტია ემსახურება “ნაციონალური მოძრაობას” და ამავე დროს კიდეც ცრუობს, რომ იქ არ არის. ეს ორმაგი დანაშაული გამოდის“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები