ზაზა გაბუნია: ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებ, რომ მოქალაქემ იგრძნოს ყურადღება იმდენჯერ, რამდენჯერაც მას ჩემი სამსახური დასჭირდება

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის 19-ე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ზაზა გაბუნიამ თემქაზე,  მე-3 მ/რ-ის,  მე-5 კვარტალში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობას დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, დასაქმების გეგმასა და თემქის პოტენციალის განვითარებაზე ესაუბრა. კანდიდატმა ამომრჩეველს ის ძირითადი საკითხებიც გააცნო, რომლებზე მუშაობასაც, მისი არჩევის შემთხვევაში, პარლამენტში აპირებს.
სამომავლო გეგმების გაცნობის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები