თავდაცვის მინისტრი თურქეთის სახმელეთო ჯარების სარდალს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის სახმელეთო ჯარების სარდალს შეხვდა. ლევან იზორიას და ბრიგადის გენერლის, სალიჰ ზაქი ჩოლაქის შეხვედრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ბრიგადის გენერალ სალიჰ ზაქი ჩოლაქს თურქეთის რესპუბლიკის მრავალწლიანი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც „კვირას“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო განათლების სფეროში აქტიურ თანამშრომლობას. შეხვედრის მონაწილეებმა მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმეს თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები