რუსლან გაჯიევი სოფელ აღმამედლოში სპორტსმენებსა და მოსახლეობას შეხვდა

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის 35-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რუსლან გაჯიევი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
ამჯერად იგი მხარდამჭერებთან ერთად სოფელ აღმამედლოში სპორტსმენებსა და მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე რუსლან გაჯიევმა ამომრჩევლებს მისი პოლიტიკური ხედვები გააცნო. ამასთან, მმართველი პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა სფეროში მიღწეულ შედეგებსა და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
„სპორტი ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ახალგაზრდობა არის ჩვენი მომავალი და მომავალი თაობა ჯანრთელი უნდა აღვზარდოთ. მე თქვენი მჯერა! მე უკეთესი მომავლის მჯერა!“, – აღნიშნა სპორტსმენებთან შეხვედრისას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა რუსლან გაჯიევმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები