ლევან იზორიამ დასავლეთ სარდლობის ბაზები მოინახულა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დასავლეთ სარდლობის სამხედრო დანაყოფები მოინახულა. ლევან იზორია დასავლეთის სარდალთან, პოლკოვნიკ შალვა ჯაბახიძესთან ერთად ქუთაისის, ხონის, სენაკის და ადლიის სამხედრო ბაზებს ესტუმრა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამხედრო ბაზებზე არსებულ სიტუაციას და სამხედრო მოსამსახურეთა საცხოვრებელ პირობებს პირადად გაეცნო. თავდაცვის მინისტრმა დასავლეთ სარდლობაში შემავალი სამხედრო დანაყოფების ხელმძღვანელობისგან სხვადასხვა საკითხზე პრობლემებზე ინფორმაცია მოისმინა. ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეებს საერთაშორისო მისებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და მათ მიერ დასმულ ყველა საკითხში მხარდაჭერა აღუთქვა.
თავდაცვის მინისტრმა სენაკის სამხედრო ბაზაზე, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ლევან იზორია დასავლეთ სარდლობის ბაზების მონახულების შემდეგ, აღმოსავლეთ სარდლობაში სტუმრობას გეგმავს.
„ჩვენ ორი დღის განმავლობაში მოვიარეთ დასავლეთ საქართველოში ყველა სამხედრო დანაყოფი. მიზანი ამ შეხვედრებისა გახლდათ ის, რომ უშუალოდ გამეგო მათი პრობლემების შესახებ, რათა ერთად შემდეგ გადავჭრათ ეს პრობლემები. პირველ რიგში, მათ მე მადლობა გადავუხადე იმ გაწეული საქმიანობისთვის, რაც მათ საერთაშორისო მისიებში გაწიეს საქართველოსთვის და მართლაც ეს ხალხი არის დასაფასებელი. ჩვენი ჯარისკაცები დამათ უნდა ჰქონდეთ ყველაზე კარგი პირობები იმისთვის, რომ ის მისია რაც უკავშირდება სამშობლოს სამსახურის მისიას ღირსეულად განახორციელონ მომავალში“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები