ილია წულაიამ დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დიდუბის მე-16 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ილია წულაიამ დიღმის მასივის V კვარტალში, 140-ე საჯარო სკოლასთან მდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა.
დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღეს პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის, დიდუბის გამგეობასთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს წევრებმა და დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებმა.

„ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს შეხვედრა დიდუბის მე-16 ოლქის მოსახლეობასთან. ერთ-ერთი შეხვედრის დროს დავათვალიერეთ ეს ტერიტორია, რომელიც წლების განმავლობაში იყო მოუწესრიგებელი. გადავწყვიტეთ, მოგვეწესრიგებინა ეს ტერიტორია. ვფიქრობ, როდესაც ყველაფერი მოწესრიგდება და დასუფთავდება, აქ გაკეთდეს ლამაზი სკვერი, რომელშიც მოსახლეობა შეძლებს დასვენებას. შემოგვიერთდნენ ადგილობრივი მოსახლეობა და ბავშვები. ჩვენს ქალაქზე ისე უნდა ვიზრუნოთ, როგორც საკუთარ სახლზე“, – განაცხადა ილია წულაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები