უკრაიანში წვრთნების დროს სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

უკრაინაში სამხედრო წვრთნების დროს სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ტრაგედია საბრძოლო სროლების დროს მოხდა. ამის შესახებ სააგენტო „უნიანი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ერთ-ერთი საბრძოლო მანქანის ეკიპაჟმა ღამის საათებში წვრთნების დროს ორიენტაცია დაკარგა და საწვრთნელი მიზნის ნაცვლად, შეცდომით ცეცხლი  სხვა საბრძოლო მანქანას გაუხსნა.
ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურე, 35 წლის უმცროსი სერჟანტი მძიმედ დაიჭრა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სამხედრო ნაწილის მეთაურის ბრძანებით, მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები