ცხინვალის მკვიდრს სახლში დიდი რაოდენობით იარაღი აღმოაჩნდა
ცხინვალის მკვიდრს დიდი რაოდენობით იარაღი და ტყვია-წამალი აღმოაჩნდა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ცხინვალის ერთ-ერთი მკვიდრის სახლიდან, რომლის ვინაობაც არ სახელდება, ამოღებულია ავტომატი, სამი პისტოლეტი, ტყვია-წამალი, ასევე ხელყუმბარები და ყუმბარმტყორცნების ჭურვები.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით.