პაკისტანში მატარებლების შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა

4 ადამიანი დაიღუპა და 110-ზე მეტმა მიიღო ჭრილობა ორი მატარებლის შეჯახების შედეგად პაკისტანში, – ამ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
ინციდენტი  ქალაქ მულტანის მახლობლად, პაკისტანის ცენტრალურ ნაწილში მოხდა. კარაჩიდან მომავალი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა სატვირთოს შემადგენლობას, რომელიც მანამდე,  გადამრბენ ადამიანს დაეჯახა და გაჩერდა.
შეჯახების შედეგად სამგზავრო მატარებლის 4 ვაგონი რელსებიდან გადავიდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დამნაშავეა სამგზავრო მატარებლის მემანქანე, რადგან მან ვერ შენიშნა  შუქნიშნის წითელი შუქი, რომელიც  სატვირთო შემადგენლობის გაჩერების შემდეგ აინთო.
მსგავსი სარკინიგზო შემთხვევები პაკისტანში ხშირად ხდება. ამას, ჩვეულებრივ,  რკინიგზიის  გაცვეთილი ინფრასტრუქტურით, კორუფციით და არასაკმარისი ინვესტიციებით ხსნიან.
გასულ წელს 19 ადამიანი დაიღუპა პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთში, როდესაც მუხრუჭების წყობიდან გამოსვლის შემდეგ სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები