არჩილ თალაკვაძე: განათლების წარმატებული სისტემა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომლის ცენტრშიც პედაგოგი დგას

მასწავლებლები ჩვენი საზოგადოების ლიდერები არიან და ემსახურებიან იმ მნიშვნელოვან საქმეს, რომელზეც დამოკიდებულია ქვეყნის მომავალი,- ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა, არჩილ თალაკვაძე პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა.
დეპუტატობის კანდიდატმა შეხვედრაზე განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა.
„განვიხილეთ განათლების სისტემის შემდგომი რეფორმირების საკითხები და წინასაარჩევნო პროგრამა. განათლების სისტემის რეფორმა, შრომით ბაზარზე და თანამედროვე ეკონომიკის მოთხოვნებზე უფრო მეტად ორიენტირებული უნდა გახდეს. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ 2012 წლის შემდეგ, განათლების სფეროში ბევრი რამ გაკეთდა. განათლების დაფინანსება 348 მლნ ლარით გაიზარდა, ამოქმედდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ერთიანი სისტემა, 60%-ით შემცირდა ოჯახების დანახარჯი ზოგად განათლებაზე, 95%-ით გაიზარდა გაკვეთილებზე დასწრების მაჩვენებელი და 20%-ით გაუმჯობესდა სწავლა-სწავლების შედეგები“,-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, განათლების წარმატებული სისტემა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ ყველაფრის ცენტრში დგას პედაგოგი. პედაგოგებთან შეხვედრას ქალაქის მერი, ბეგლარ სიორიძეც ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები