სირიაში დაბომბვების შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა

მუსლიმანების დღესასწაულის, ყურბან ბაირამის პირველ დღეს სირიაში რუსეთისა და ასადის რეჟიმის ავიაციის დაბომბვების შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
სირიის ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, დაიბომბა იდლიბი, ჰომსი, დარაა, ალეპო და რამდენიმე პროვინცია, რომლებსაც ოპოზიცია აკონტროლებს.
„სირიის თავისუფალი არმიის“ ინფორმაციით, დაბომბვები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლიდან მოკლე დროში მოხდა. სირიის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. ის ძალაში 12 სექტემბერს საღამოს შევიდა და 18 სექტემბრის შუაღამემდე იმოქმედებს.
ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ნუსრას ფრონტის“გარდა, სირიაში მოქმედ ყველა დაჯგუფებას შეეხო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები