Fitch-მა საპარტნიორო ფონდის პროგნოზი „BB-სტაბილური“ დაადასტურა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings -მა საპარტნიორო ფონდის შეფასება „BBსტაბილური“ დაადასტურა.  სააგენტომ საქართველოს საპარტნიორო ფონდის რეიტინგი 8 სექტემბერს გამოაქვეყნა. როგორც სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზიდან ირკვევა, ფონდის გრძელვადიანი უცხოური ვალუტის რეიტინგი „BB“-ია, გრძელვადიანი ადგილობრივი ვალუტის რეიტინგი “BB”, მოკლევადიანი უცხოური ვალუტის რეიტინგი “B”, ხოლო პროგნოზი – სტაბილური (Stable).
სააგენტო წერს, რომ ფონდი ფლობს „საქართველოს რკინიგზის,” „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის,” „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის,”  “ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის,” და „თელასის” აქციებს. საპარტნიორო ფონდის ფუნქციონირება სპეციალური კანონით რეგულირდება, რომელიც მის უნიკალურობას და განსაკუთრებულ სტატუს უსვამს ხაზს.
Fitch-ის შეფასება ინვესტორებისთვის სერიოზული სიგნალია, მაშინ, როცა საქართველოს მთავრობისთვის ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მთავარ პრიორიტეტად რჩება. Fitch-ი საპარტნიორო ფონდს განიხილავს, როგორც საქართველოს მთავრობისთვის  სტრატეგიულად მნიშვნელოვან ორგანიზაციას.
სააგენტო პრესრელიზში წერს, რომ საქართველოს მთავრობა ფონდს იყენებს, როგორც ქვეყნის ეკონომიკაში ფინანსურ მამოძრავებელ ძალას. სააგენტო ხაზს უსვამს, რომ ფონდს სამეთვალყურეო საბჭო მართავს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი თავმჯდომარეობს.
ფონდის მიზანია  ეკონომიკურად მომგებიან პროექტებში კერძო ინვესტიციების ხელშეწყობა. სააგენტო აღნიშნავს, რომ კერძო სექტორი განვითარების სტადიაშია. სოფლის მეურნეობაში, წარმოებაში, უძრავი ქონების ბაზარზე და ენერგეტიკაში თანაინვესტირებით, 2014-2016 წლებში დასრულებული რამდენიმე პროექტიდან წარმატებული გამოსვლით  ამ ფონდის სტრატეგიის ეფექტიანობა უკვე დასტურდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები