გიგლა აგულაშვილმა ჟურნალისტებს მარტვილის კანიონზე უმასპინძლა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა მოისწრაფიშვილთან ერთად, ბეჭდური და ელექტრონული მედიის წარმომადგენლებს მარტვილის კანიონზე უმასპინძლა.
მედიის წარმომადგენლებმა კანიონზე ახლადაშენებული ვიზიტორთა ცენტრი და საგამოფენო დარბაზი დაათვალიერეს. ჟურნალისტები, დადიანების ბილიკის გავლით, ისტორიულ კიბეზე, გადასახედებზე და საბანაო „ოფუცხოლეზე“ იმყოფებოდნენ. ტურის ბოლოს მედიის წარმომადგენლებმა მინისტრთან ერთად კანიონზე ნავებით გაისეირნეს.
მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაფინანსებით, 2016 წელს აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, მოეწყო ტურისტული ბილიკები და ნავმისადგომი. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე 1 223 907 ლარი დაიხარჯა. კანიონზე ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და არსებული ვითარების მოწესრიგების პროცესში, მთავრობამ გაითვალისწინა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები და კანიონის საწყალოსნო მონაკვეთზე ტურისტული სერვისის მართვის უფლება აუქციონზე გატანის ნაცვლად, პირდაპირი წესით გადაეცა შპს „ოფუცხოის“, რომელშიც 80-მდე ადგილობრივი ოჯახია გაერთიანებული.
მარტვილის კანიონს 2 თვის განმავლობაში 40 000 ვიზიტორზე მეტი ესტუმრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები