ე.წ. სამხრეთ ოსეთში შვილმა მამა მოკლა
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ძაუს რაიონში მამაკაცი მოკლეს. მის მკვლელობაში შვილია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ სააგენტო „რეგნუმი“ იუწყება.
ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ სოფელ ერწოს მახლობლად, ტყეში მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინა. ეს 70 წლის ფიოდორ თედეევი იყო. მკვლელობაში თედეევის შვილია ეჭვმიტანილი.
პოლიციამ თედეევის ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებს ქალმა მიმართა, რომელმაც განაცხადა, რომ მისი ქმარი და შვილი ტყეში შეშაზე წავიდნენ და იქიდან არ დაბრუნებულან.
მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.