ე.წ. სამხრეთ ოსეთმა საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლა
ე.წ. სამხრეთ ოსეთმა ორი დღის წინ დაკავებული საქართველოს მოქალაქე, ვასილ მენაბდიშვილი გაათავისუფლა. ის ე.წ. საზღვრის გადაკვეთის დროს დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
მენაბდიშვილი ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანთან დააკავეს. ის ოკუპანტებმა ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.