საქართველოს ესტონეთის თავდაცვის ლიგის წარმომადგენლები ეწვივნენ

საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის თავდაცვის ლიგის წარმომადგენლები იმყოფებიან. დელეგაციას ესტონეთის თავდაცვის ლიგის მეთაური, ბრიგადის გენერალი მეელის კილი ხელმძღვანელობს.
თავდაცვის ლიგის წარმომადგენლებს დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა გიორგი სურმავამ უმასპინძლა.
გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა რეზერვის საკითხზე და ამ მიმართულებით ესტონური გამოცდილების გაზიარებაზე იმსჯელეს. ასევე ისაუბრეს ორმხრივ თანამშრომლობაზე, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმებსა და სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე.
დღესვე ესტონეთის თავდაცვის ლიგის წარმომადგენლები ეროვნული გვარდიის უფროსს, ბრიგადის გენერალ ლევან გამყრელიძეს შეხვდნენ. ეროვნულ გვარდიაში მისულ სტუმრებს უწყების სტრუქტურა გააცნეს და მათთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.
დღის ბოლოს სტუმრები თელავში, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადაში გაემგზავრებიან. ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის თავდაცვის ლიგის წარმომადგენლები კიბერუსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელსაც შეხვდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები