თეა წულუკიანი: რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული დანაშაულის ინდექსის მხრივ საქართველო პროგრესის გზაზეა

რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული დანაშაულის ინდექსის მხრივ, საქართველო პროგრესის გზაზეა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ამისათვის მუხლჩაუხრელად მუშაობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
„თუ ჩავხედავთ სულ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ მსოფლიო რეიტინგს, ჩვენ ვნახავთ, რომ საქართველო, დანაშაულის ინდექსის მხრივ, არის პროგრესის გზაზე. ამით ყველაფერია ნათქვამი. რაც შეეხება სტატისტიკას, ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ტერორისტული აქტები კი არ ხდება, არამედ ხდება მათი აღკვეთა წინასწარ. ამისათვის მუხლჩაუხრელად მუშაობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ამ და სხვა ძალოვანი სტრუქტურების კრიტიკა და დისკრედიტაცია. უნდა გამკაცრდეს თუ არა სისხლის სამართლის პოლიტიკა? არ ვფიქრობ ასე. რადგან ის უკვე არის მკაცრი, თუმცა უფრო მეტი ფუნქცია უნდა მიეცეს პრევენციულ ღონისძიებებს. როდესაც მე ძალიან ბევრს ვსაუბრობდი იარაღით ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით, მაშინ ბევრი ოპონენტი მაკრიტიკებდა.
ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ, რა გვირჩევნია – იარაღისგან და ძალადობისგან თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოება თუ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, ატარონ იარაღი და გამოიყენონ ის არა ნადირობისთვის, არამედ კაცის კვლისთვის“, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები