პრემიერ-მინისტრი ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულებას არჩევნებამდე ვარაუდობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ვიზალიბერალიზაციის პროცესს მნიშვნელოვნად აფასებს და აცხადებს, რომ უვიზო რეჟიმის დაწესება 8 ოქტომბრის არჩევნებამდე უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე „ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ“ განაცხადა.
„ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანია ქართველ ხალხს შესაძლებობა მიეცეს, თავისუფლად გადაადგილდეს ევროპის ქვეყნებში. მაგალითად, თუ მცირე ბიზნესი ვერ შეძლებს თავისუფლად გადაადგილებას ევროპაში, მაშინ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება სრულად ვერ იფუნქციონირებს.
მერწმუნეთ, არა იმიტომ, რომ ამას ჩემი პარტიის კონკრეტული ინტერესი მკარნახობს, არამედ პროდასავლური ინტერესის გაძლიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ეს შედეგი დადგეს არჩევნებამდე და ევროპის მოწინააღმდეგე ძალებს რიტორიკის გაძლიერების შესაძლებობა არ მიეცეთ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები