“საქართველოში არასოდეს ყოფილა ასეთი მასობრივი შეტევა რუსეთის რბილი ძალის მხრიდან, როგორც ახლა”

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მტკიცებით, საქართველოში არასოდეს ყოფილა ასეთი მასობრივი შეტევა რუსეთის რბილი ძალის მხრიდან, როგორც ახლა.
ამის შესახებ უსუფაშვილმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციის „ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ“ ფარგლებში, ქართული დემოკრატიის გაძლიერების საკითხზე გამართულ დისკუსიაზე განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს პრობლემები და ეს შეიძლება გამოყენებული იყოს იმ ძალების მიერ, რომლებსაც საქართველოს დამოუკიდებლობა არ უნდა. ამ დროს პროდასავლური ძალები ერთმანეთთან დებატებში შევდივართ, უფრო ხშირად ვართ ჩართული პარტიებს შორის შეხლა-შემოხლით და ამაზე მივმართავთ ჩვენს დროს.
ხომ არ სჯობდა, უფრო კარგად აგვეხსნა ხალხისთვის, მაგალითად, რა პროცესები მიმდინარეობს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რატომ გაჭიანურდა პროცესი? ეს არის საერთაშორისო პროცესი, რომელიც კარგად უნდა იქნას ახსნილი ხალხისთვის, თორემ შეიძლება, გამოიწვიოს ანტიევროპული განწყობები, რაც ყველასთვის საფრთხეა. ამიტომ, უნდა გავერთიანდეთ არამარტო მაშინ, როცა საერთო საფრთხე არსებობს, არამედ მაშინაც, როდესაც საერთო სარგებლის მიღება გვინდა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები