ზაზა პაპუაშვილი: არ შეიძლება “ნაციონალები” დაბრუნდნენ უკან და წყალში ჩაყარონ ის, რაც აქამდე არის გაკეთებული

„ნაციონალური მოძრაობისგან“ ყოველთვის არის არეულობის შემოტანის საშიშროება. ასე, რომ სახლში წასვლის დრო არ არის“, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ზაზა პაპუაშვილმა განაცხადა.
“მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არასოდეს არ უნდა დავუშვათ, რომ ქვეყნის სათავეში მოვიდნენ სახელმწიფოს მტრები. არ შეიძლება ასეთი ადამიანები დაბრუნდნენ უკან და წყალში ჩაყარონ ის, რაც აქამდე არის გაკეთებული, ასევე ის ტრიბუნა, რომელიც ჩვენ ბრძოლით მოვიპოვეთ, ქარს არ უნდა გავატანოთ და დავუთმოთ შემთხვევით ადამიანებს. პასუხისმგებლობა არის ის, რომ სახელწიფოებრიობა შენარჩუნდეს და არ უნდა დავუშვათ ექსპერიმენტი მათი მობრუნების სახით“, – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.
მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა არჩევნების შემდეგ მინისტრთა კაბინეტის შესაძლო განახლებაზეც ისაუბრა, მანვე დადებითად შეაფასა გავრცელებული ინფორმაცია დავით კირვალიძის შესაძლო დაბრუნების შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე.
“მე ამის შესახებ ტელევიზიიდან შევიტყვე, მე დიდი სიამოვნებით ვისაუბრებ დავით კირვალიძეზე. ყველას გვახსოვს ის ნაბიჯი, რა ღისრეული ნაბიჯიც მან გადადგა ყოველგვარი პროვოკაციის გარეშე, ეს არის კაცი, რომელსაც თავისი ბიოგრაფიის არ ეშინია და მე მხოლოდ მივესალმები მის დაბრუნებას საკანონმდებლო ორგანოში“,-განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენზიაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები