ანა დოლიძე: უზენაესი სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლების პროცესი სახელმწიფოებრივი ამოცანა და დიდი გამოწვევაა

ვფიქრობთ, რომ ჩვენ მიერ წარმოდგენილი კანდიდატები შეძლებენ საკუთარი გამოცდილებით შექმნან ის ავტორიტეტი, რომლითაც გააძლიერებენ სასამართლო ხელისუფლებას – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
კომიტეტი უზენაეს სასამართლოში პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებზე მსჯელობს.
ანა დოლიძემ სამი კანდიდატის – ნონა თოდუას, ლევან ბოძაშვილისა და თამარ ლალიაშვილის გამოცდილებაზე, პროფესიონალიზმსა და პიროვნულ თვისებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამივე მათგანი ”სისხლით ხორცამდე” სახელმწიფო მოხელეა.
”უზენაესი სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლების პროცესი სახელმწიფოებრივი ამოცანაა და დიდი გამოწვევა. ნდობის ამაღლების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თავად მოსამართლის პიროვნებას და მის პიროვნულ ავტორიტეტს.
შესაბამისად, ჩვენ წარმოვადგინეთ სამი კანდიდატურა და ვფიქრობთ, რომ შეძლებენ საკუთარი გამოცდილებით შექმნან ის ავტორიტეტი, რომლითაც გააძლიერებენ სასამართლო ხელისუფლებას“- განაცხადა დოლიძემ და კანდიდატების პროფესიონალიზმსა და გამოცდილებაზე გაამახვილა ყურადღება.
„ ამ სამ პიროვნებას სასამართლოსთვის მოაქვს გამოცდილება როგორც პრაქტიკულ ისე სამეცნიერო სფეროში, განსაკუთრებული პროფესიული მიღწევები, ასევე დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა.
სამივე კანდიდატურა არის იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, რაც ადასტურებს მათ კვლევით და სამეცნიერო უმაღლეს სტატუსს. სამივე მათგანი არის სისხლით ხორცამდე სახელმწიფო მოხელე, იმ გაგებით, რომ მათ გავლილი აქვთ ყველა ეტაპი. სამივეს განსაკუთრებული პრაქტიკული და სამეცნიერო გამოცდილება აქვს”, -განაცხადა ანა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები