ზაზა პაპუაშვილი: იყოს 100 მანდატი „ქართული ოცნებისთვის, რას ერჩით?“

„კოალიციაში 2012 წლამდე შემავალ პარტიებში არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებისგანაც მე საქართველოს ნაკრებს ჩამოვაყალიბებდი.
ეს განცხადება „კვირას“ პრესკლუბში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა მთაწმინდის რაიონში, ზაზა პაპუაშვილმა გააკეთა.
ზაზა პაპუაშვილი ყოფილი პრემიერის მიერ პარლამენტში „ქართული ოცნებისთვის“ დაანონსებულ 100 ადგილს რეალურად მიიჩნევს.“კვირას“ პრესკლუბში პაპუაშვილმა მოახლოებულ არჩევნებზე და „ქართული ოცნების“ შანსებზე ისაუბრა.
“ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ „ქართული ოცნება“ 100 მანდატს აიღებს არჩევნებში. მე რა პროგნოზი გავაკეთო? მარჩიელობას ვერ დავიწყებ. ისე, იყოს ეს 100 მანდატი, რას ერჩით?“- განაცხადა „ქართული ოცნების“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა.
ზაზა პაპუაშვილმა დღეს აქცენტი იმ პოლიტიკურ პარტიებზეც გააკეთა, რომლებიც 2012 წლის არჩევნების დროს კოალიციაში შედიოდნენ, დღესდღეობით კი გამიჯნული არიან მმართველი გუნდისგან.
პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ პარტიებში არიან ადამიანები, ვისაც სიამოვნებით დაუთმობდა პოლიტიკურ ასპარეზს.
“პარტიებში, რომლებიც 2012 წლის არჩევნების დროს კოალიციაში შედიოდნენ და დღეს გარკვეული მიზეზების გამო, აღარ არიან, ისეთი ადამიანები არიან, ვისგანაც მე საქართველოს ნაკრებს ჩამოვაყალიბებდი. დიდი სიამოვნებით გადავდგებოდი გვერდით და დავუთმობდი ჩემს ადგილს“, – განაცხადა „კვირას“ პრესკლუბში ზაზა პაპუაშვილმა.
მან ყურადღება პრესკონფერენციაზე მთაწმინდის რაიონში არსებულ პრობლემებზეც გააკეთა. პაპუაშვილი მთავარ პრობლემად ეკოლოგიურ მდგომარეობას მიიჩნევს, რაც გამოწვეულია „დეპოს“ და რამდენიმე ხის საამქროს ფუნქიონირებით.
მოქმედი დეპუტატი მანდატის გაგრძელების შემთხვევაში აღნიშნული საკითხის გადაწყვეტას გამგეობის წევრებთან ერთად კომპეტენციის მიხედვით გეგმავს, თუმცა აცხადებს, რომ პრობლემის მოგვარების დროს არ უნდა დაზარალდნენ არც მოსახლეობა და არც საამქროს მფლობელები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები