პრეზიდენტი: საქართველო არის მაგალითი იმისა, თუ როგორ დაისაჯა თავისი მეზობლის მიერ

”საქართველო არის მაგალითი იმისა, თუ როგორ დაისაჯა თავისი მეზობლის მიერ, რადგან ჰქონდა ორიენტაცია ევროპისა და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ“. აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სასტუმრო „რუმსში“, საერთაშორისო კონფერენციაზე -”ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ” განაცხადა.
მისივე თქმით, როცა საქმე ეხება შავი ზღვის აუზის უსაფრთხოებას, საქართველოს მიიჩნევენ ძალზე მნიშვნელოვან პარტნიორა და ეს ძალიან საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ქვეყანა შავ ზღვაზე მდებარეობს.
„ვფიქრობ, რომ ვარშავის სამიტი იყო წინგადადგმული ნაბიჯი. ჩვენი პროგრესი არ იყო სწრაფი, როგორც ჩვენ გვინდოდა ყოფილიყო, მაგრამ პროგრესი არ შეჩერებულა.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს დასჯა ევროპისა და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვისთვის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ნატოს ტრაგედიაცაა.
„ეს არის ტრაგედია საქართველოსთვის და ეს არის დიდი პრობლემა ნატოსთვისაც. თუ თქვენ ხედავთ, რომ თქვენი მეგობრები ისჯებიან იმისთვის, რომ თქვენთან თანამშრომლობენ, ეს ძალიან ავნებს თქვენს იმიჯს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები