პრეზიდენტი: საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკისთვის და მნიშვნელოვანია გლობალური სტაბილურობისთვის

„საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკისთვის და მნიშვნელოვანია მთლიანად გლობალური სტაბილურობისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე „ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ“ განაცხადა.
„საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკისთვის და მნიშვნელოვანია გლობალური სტაბილურობისთვის, თავისუფლების, დემოკრატიისა და სტაბილურობის ცნებების დასაცავად. ეს მართლაც ასეა და ვლინდება კიდეც. ყოველთვის გქონდეთ საქართველო თქვენს გონებაში“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორები არიან „მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის“ და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები