თბილისში „გრემის“ ოთხგზის ნომინანტის, ერიკ ბენეტის კონცერტები გაიმართება

საქართველოში პირველად ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი საუკეთესო R&B შემსრულებელი, კომპოზიტორი და „გრემის“ ოთხგზის ნომინანტი − ერიკ ბენეტი ჩამოდის.
იგი SoulTrack-ის მკითხველებმა  2013 წლის საუკეთესო მამაკაც ვოკალისტად დასახელეს.  Eric Benet-ი ქართველი მსმენელის წინაშე პირველად წარდგება და 23-24 სექტემბერს თბილისში დაუვიწყარ კონცერტებს გამართავს.
მუსიკოსი  შესრულებს ყველასათვის ნაცნობ ჰიტებს, როგორიც არის: why you follow me, Sometimes I cry, ასევე უახლეს ალბომში შესულ სიმღერას – Sunshine. ქართველ მსმენელს 23 და 24 სექტემბერს Eric Benet-ს მუსიკის ცოცხლად მოსმენის შესაძლებლობას SOLO აძლევს.
თბილისის საკონცერტო დარბაზში კონცერტი 23 სექტემბერს გაიმართება, 24 სექტემბერს კი კონცერტს Rooms Hotel Tbilisi-ი უმასპინძლებს.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ჭავჭავაძის, აბაშიძის, ყაზბეგის და ბათუმის SOLO ლაუნჯებში, ან ვებგვერდიდან – www.tkt.ge.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები