ბექა ნაცვლიშვილი მოსახლეობასთან შხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ისნის მე-10 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, ბექა ნაცვლიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
ბექა ნაცვლიშვილი მოსახლეობას სოციალურ და ეკონომიკურ ინიციატივებზე ესაუბრა.
ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა ინდუსტრიული განვითარების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ისნის რაიონი წარსულში ძლიერი ინდუსტრიული დასახლება გახლდათ. აქ იყო უამრავი საწარმო და ფაბრიკა. საქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში, სამწუხაროდ, უგულებელყოფილი იყო ინდუსტრია, რამაც გამოიწვია ამ დარგის თითქმის სრული გაქრობა, რაც, რა თქმა, ისანზე, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ინდუსტრიულ რაიონზე, მძიმედ აისახა. ჩვენი რაიონის განვითარებისთვის აუცილებელია ამ პოტენციალის გამოყენება და ეტაპობრივი აღორძინება’’,- აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები