ბიძინა ივანიშვილი: დესტაბილიზაციის საფრთხეს ვერ ვხედავ, თუმცა სააკაშვილი ამაზე უკიჟინებს თანაგუნდელებს

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნოდ ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფრთხეს ვერ ხედავს, თუმცა აცხადებს, რომ მცდელობა ძალიან დიდია.
როგორც რეგიონის ჟურნალისტებთან შეხვედრისას ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, სააკაშვილი თანაგუნდელებს საარჩევნოდ სიტუაციის არევისკენ „უკიჟინებს“.
„დესტაბილიზაციის საფრთხეს ვერ ვხედავ, მაგრამ მცდელობაა ძალიან დიდი. „ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ ამაზეა მოწოდებული დღეს. სააკაშვილი მხოლოდ ამაზე უკიჟინებს საკუთარ თანაგუნდელებს როგორმე სიტუაცია ააყირაონ, რადგან იციან, რომ გამარჯვების შანსი არ აქვთ.
მან გუნდი 4 წელი შეინახა ერთი რამით – გაზაფხულზე ამბობდნენ, რომ შემოდგომაზე მოვახერხებთ რევოლუციასო, შემოდგომაზე ამბობდნენ, რომ გაზაფხულზე იქნება ეს და გადავიბარებთ ხელისუფლებასო. შემდეგ 4 წელს სააკაშვილი ამ დაპირებებით გუნდს ვეღარ შეინახავს.
არავის აღარ უნდა ეგ სააკაშვილი, არავის აღარ სჭირდება მასეთი ფორმით მმართველობა და გუნდშიც გააცნობიერეს, რომ არ გამოუვათ. შესაბამისად, მცდელობა არის ძალიან დიდი რომ როგორმე ქაოსი შემოიტანონ, მაგრამ რესურსი არ გააჩნიათ. ეს იმას არ ნიშნავს საზოგადოება ფხიზლად არ იყოს. რაც შეიძლება მეტი კამერაა საჭირო არჩევნებზე. ჩვენ კამერებით მოვიგეთ არჩევნები თუ გახსოვთ. თითო პოლიციელზე თითო კამერა, მე მაშინ მქონდა შესაძლებლობა და მოვახერხე ამის დაფინანსება.
ყველა სოფელში იყო თითო ჟურნალისტი. დღესაც იგივე ვურჩიე პარტია „ქართულ ოცნებას“. რაც შეიძლება მეტი კამერაა საჭირო, რომ დავაფიქისროთ, ვის სურს სიტუაციის აყირავება. ჩვენ ევროპელებს უნდა დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ ვართ ჭეშმარიტად ევროპელები“, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები