ბიძინა ივანიშვილი: “პატრიოტთა ალიანსის“ პლატფორმა ჩემთვის გაუგებარია

“პატრიოტთა ალიანსის“ პლატფორმა ჩემთვის გაუგებარია, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა გურიში, მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც ექს-პრემიერმა აღნიშნა, მას ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ “პატრიოტთა ალიანსი“ ერთადერთი პარტიაა, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის“ სწორად წარმოჩენას ცდილობს.
“პატრიოტთა ალიანსის“ პლატფორმა ჩემთვის გაუგებარია, ვერ გავიგე რა უნდათ. კიდევ მივადევნებ თვალ-ყურს და ალბათ მოგვიანებით გავაკეთებ უფრო ამომწურავ დახასიათებას. ეს ქართული ტრადიციები და კულტურა ყველას გვიყვარს და ყველას მოგწონს, თუმცა გადაჭარბებული და უტრირებული არაფერი ვარგა. შემიძლია პოზიტივიც ვთქვა მათზე- “პატრიოტთა ალიანსი“ ერთადერთი პარტიაა, რომელიც ცდილობს “ნაციონალური მოძრაობის“ სწორად წარმოჩენას, სხვა პარტიები ძირითადად არსებულ ხელისუფლებას ებრძვიან. ეს, პრინციპში, ნორმალურია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
კითხვაზე, განიხილავს თუ არა “პატრიოტთა ალიანსს“ “ქართული ოცნების“ პარტნიორად, ბიძინა ივანიშილმა აღნიშნა, რომ მთავრობის ჩამოსაყალიბებლად “ქართულ ოცნებას“ პარტნიორი არ დასჭირდება, თუმცა პარლამენტში თემატურად ყველა პარტიასთან ითანამშრომლებს.
“ასე ვიტყოდი, რომ მთავრობის ჩამოსაყალიბებლად “ქართულ ოცნებას“ პარტნიორი არ დასჭირდება, როგორც ვთქვი, ისინი მოვლენ საშუალოდ 100 ხმით, 90 -ზე ნაკლებს მე ვერ ვხედავ. ზოგადად პარტიამ თემატურად უნდა ითანამშრომლოს ყველასთან, ვინც შევა პარლამენტში “, -აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები